среда, 15 февраля 2017 г.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღე N136 საჯარო სკოლაში

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს მსოფლიო 2010 წლიდან აღნიშნავს.  საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივითა და LitWorld მხარდაჭერით ეს თარიღი საქართველოშიც აღინიშნება. საბედნიეროდ,  ჩვენი სკოლაც  შეუერთდა კითხვის მარათონს  100-მდე სახელმწიფოსა   და  დაახლოებით 31 მილიონ ადამიანთან ერთად. უფრო მეტიც, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ჩაებნენ ამ  საინტერესო აქტივობაში და კითხვისა და წიგნის პოპულარიზაციის პროცესიც აქტიურად გავაჩაღეთ.
როგორც ინერნეტგაზათი "მასწავლებელი" იუწყება, წიგნის საჯაროდ კითხვის დღის მთავარი ლოზუნგია:ვიკითხოთ ხმამაღლა, შევცვალოთ სამყარო!“
 მისი ავტორი ამერიკელი მწერალი და წიგნიერების ექსპერტი პემ ალინია. ამ ქალბატონს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ბავშვების წიგნიერებისთვის ბრძოლის საქმეში როგორც აშშ-ში, ასევე- მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში.  პემ ალინიმ დააფუძნა საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld  და მისივე ინიციატივით დაწესდა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე.

მაშ, ასე! ჩვენ გამოწვევა სიამოვნებით მივიღეთ და გიწვევთ თქვენც!

თუკი სსიპ ქალაქ  თბილისის N136 საჯარო  სკოლის მოსწავლეების ხილვა და მოსმენა გსურთ, შემობრძანდით, ჩართეთ ვიდეოები და  ისიმოვნეთ.  
წარმოგიდგენთ ჩვენი სკოლის მეორე, მეექვსე, მეცხრე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეების ნამუშევრებს!